პროდუქტის შემადგენლობა
0.45% სტაბილიზებული კალას ფტორიდი (SnF2) და ამინო ფტორიდს 1450 ppm
ჩვენებები
- კბილების მომატებული მგრძნობელობა, მინანქრის ცვეთა, სოლისებრი დეფექტი
- კბილების პროფესიული წმენდისა და ქიმიური გათეთრების შემდგომი კბილების ჰიპერმგრძნობელობის მოხსნა
- კარიესისა და გინგივიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
უპირატესობები
- ქმნის მყარ ფტორირებულ ერთგვაროვან აპკს კბილს ზედაპირზე
- უზრუნველყოფს მოშიშვლებული დენტინის დაცვას მჟავეების აგრესიული ზემოქმედებისგან
- მდგრადია ტემპერატურული ცვლილებისადმი
- ეფექტურად ამცირებს კბილების მომატებულ მგრძნობელობას დენტინის მილაკების ჰერმეტიზაციის გზით
- ახდენს ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული ტკივილის კუპირებას
- თრგუნავს ბაქტერიების ადჰეზიას კბილის ზედაპირზე
- აფერხებს კბილის ნადების წარმოქმნას
- ხელს უშლის ყელის კარიესის განვითარებას
- შეთავსებადია სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან
- არ შეიცავს საღებავებს, ალკოჰოლს
გამოყენების წესი
მგრძნობიარე კბილებისთვის: დღეში ორჯერ ( დილით და ღამით)
კარიესის პროფილაქტიკისთვის: დღეში ერთხელ
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: პირის ღრუს ყოველდღიური წმენდის შემდეგ, კბილის ჯაგრისზე მოათავსეთ გელის მცირე რაოდენობა
12 წლამდე ასაკის ბავშვები: სტომატოლოგის დანიშნულებით
კბილების გახეხვის შემდეგ დაიტანეთ კბილებზე და გაიჩერეთ 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოანერწყვეთ წყლის გამოვლების გარეშე. პროცედურიდან მინიმუმ 30 წუთის მანძილზე თავი შეიკავეთ პირის ღრუში წყლის გამოვლების, საკვებისა და სასმელის მიღებისაგან
მკურნალობის ხანგრძლივობა 20 დღე
მკურნალობის კურსი შეიძლება გამოვიყენოთ 6 თვეში ერთხელ








