სრული აღწერა
სამი ანტიმიკრობული აგენტის უნიკალური კომბინაციის წყალობით (ქლორჰექსიდინი, ტრიკლოზანი, CPC), უზრუნველყოფს სწრაფ, ინტენსიურ, ძლიერ და ხანგრძლივ ანტიმიკრობულ მოქმედებასა და დაცვას , განსაკუთრებით ქირურგიული ჩარევების ან ყბა-სახის ქირურგიასა და იმპლანტაციის შემთხვევებში.
მოქმედება
სავლებს აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტიფუნგალური მოქმედება. პროდუქტში შემავალი ანტისეპტიკური ნივთიერებები ახდენს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების პრევენციას პირის ღრუში სხვადასხვა ქირურგიული მანიპულაციების შემდეგ. იგი უზურუნველყოფს ლორწოვანის სწრაფ ეპითელიზაციას და რეგენერაციას. წარმოადგენს არატოქსიურ პროდუქტს, ელიმინირდება მავნე მეტაბოლიტების გარეშე. აქვს ორგანოლეპტიური თვისებები და არ წვავს პირის ღრუს. ავარდენტი ექსტრას სავლები არის საუკეთესო დამხმარე საშუალება იმპლანტაციასა და პერიოქირურგიაში გამოსაყენებლად. იდიალურია მისი გამოყენება გართულებული ექსტრაქციების (კბილის ამოღება) შემდეგ პერიოდში ალვეოლიტის (გართულებების) საპრევენციოდ ან გართულებების დროსაც.
გამოყენების წესი
გამოივლეთ ხსნარის 10მლ (საზომი თავსახურით) დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, 14 დღის განმავლობაში პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის შემდეგ, დაიყოვნეთ 30-60წამის განმავლობაში. არ გადაყლაპოთ. გამოვლებიდან 30-40 წუთის განმავლობაში არ მიიღოთ წყალი და არ გამოიყენოთ პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალება. შეიკავეთ თავი კვებისგან ხსნარის გამოვლებიდან 30 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია გამოყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან.
ინგრედიენტები/შემადგენლობა
Chlorhexidine Digluconate (0.20%), Triclosan, Cetylpyridinium Chloride, Sodium Fluoride, Aloe Barbadensis Leaf Juice Powder Glycerin, Zinc Citrate, Chamomilla Recutita Extract, Ascorbic Acid, Bisabolol.








