სრული აღწერა

ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი – 0,20%  როგორც მკურნალობის ოქროს სტანდარტი პაროდონტოლოგიაში წარმოდგენილია ავარდენტი კლასიკის  სავლებში, მისი კომბინაცია  ალოე ბარბადენსთან და  სხვა მცენარეულ ექსტრაქტებთან ერთად უზრუნველყოფს პირის ღრუს ანთებითი პროცესების შემცირებასა და პრევენციას. ავარდენტი კლასიკის გამოყენება რეკომენდებულია პირის ღრუს ანთებითი დაავადებების (გინგივიტი, პაროდონტიტი, სტომატიტი, მუკოზიტი, აფთები, ალვეოლიტი) და ღრძილებიდან სისხლდენის დროს.

მოქმედება
  • ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტიფუნგალური მოქმედება. მოქმედებს როგორც გრამდადებით, ისე გრამუარყოფით მიკრობულ ფლორაზე.
  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ღრძილებიდან სისხლდენის შემცირება.
  • ნადების კონტროლი, ღრძილის ქსოვილის და ლორწოვანის დაცვა, ეპითელიზაციის დაჩქარება.
  • აქვს ორგანოლეპტიური მოქმედება, კარგი ამტანობა და არ წვავს ლორწოვანს.
  • აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან, ეფექტურია მისი გამოყენება ჰალითოზის დროს.
  • გააჩნია მაღალი უსაფრთხოების პროფილი, მინიმალური გვერდითი მოვლენებით.
გამოყენების წესი

გამოივლეთ ხსნარის 10მლ (საზომი თავსახურით) დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, 14 დღის განმავლობაში პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის შემდეგ, დაიყოვნეთ 30-60წამის განმავლობაში. არ გადაყლაპოთ. გამოვლებიდან 30-40 წუთის განმავლობაში არ მიიღოთ წყალი და არ გამოიყენოთ პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალება. შეიკავეთ თავი კვებისგან ხსნარის გამოვლებიდან 30 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია გამოყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან. 6-12 წლამდე ბავშვებში – ექიმის რეკომენდაციით და უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ. 6 წლამდე ასაკში არ გამოიყენება.

ინგრედიენტები/შემადგენლობა

Chlorhexidine Digluconate (0.20%), Aloe Barbadensis Leaf Juice Powder, Zinc Citrate, Chamomilla Recutita Extract, Bisabolol

სხვა შეთავაზებები

20.00 
18.00