სრული აღწერა

ავარდენტი ფიქსი წარმოადგენს თანამედროვე პირის ღრუს მოვლის საშუალებას, რომელიც შექმნილის კბილებსა და პირის ღრუს რბილ ქსოვილებზე სრულფასოვანი ზრუნვისთვის. იგი შეიცავს ჟანგბადის აქტიურ მოლეკულებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, დამატენიანებელ და დამცავ მინერალებს, რაც აუცილებელია პირის ღრუს ჯანსაღი ბალანსის შესანარჩუნებლად. ქლორჰექსიდინის + აქტიური ჟანგბადის (H₂O₂) ორმაგი ანტისეპტიკური მექანიზმი, ეფექტურია ანაერობული ფლორის წინააღმდეგ. ახასიათებს ნეკროზული ნადების ეფექტური დაშლა. რეკომენდებულია მისი გამოყენება ანთებითი და პოსტოპერაციული მდგომარეობების დროს. ავარდენტი ფიქსი იდეალური საშუალებაა პირის ღრუს პროფესიული დაცვისა და თერაპიული მხარდაჭერისთვის.

მოქმედება

წყალბადის პეროქსიდის და ქლორჰექსიდინის უნიკალური კომბინაცია ეფექტურად თრგუნავს ანაერობული ბაქტერიების სცოცხლისუნარიანობას და გამრავლებას. მექანიკურად შლის ნეკროზულ ნადებს. აქვს  ღრმა ანტისეპტიკური მოქმედება, პოსტოპერაციულ პერიოდში უზრუნველყოფს ქსოვილის სრულფასოვან წმენდას, ამცირებს  შეშუპებასა და  ანთებით პროცესებს, ახდენს მათ პრევენციას. აქვს სასიამოვნო გემო.

გამოყენების წესი

გამოიყენება 10 მლ სავლები საზომი თავსახურით პირის ღრუში გამოსავლებად  30-60 წამის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ, 5-7 დღე (მოკლე კურსი). შესაძლებელია მისი გამოყენება საჭიროების მიხედვით 10-15 დღის განმავლობაშიც. რეკომენდებულია გამოყენება 6 წლის ასაკიდან.

ინგრედიენტები/შემადგენლობა

Chlorhexidine Digluconate (0.20%), Hydrogen Peroxide, Sodium Fluoride, Aloe Barbadensis Leaf Juice Powder, Zinc Citrate, Ascorbic Acid, Bisabolol, Xylitol.

სხვა შეთავაზებები

20.00 
18.00