სრული აღწერა
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინტენსიური დატენიანება, ბარიერული დაცვა და ლორწოვანის გაღიზიანებასთან ასოცირებული სიმპტომების (შეშუპება, სიწითლე, ტკივილი და წვა) სწრაფი კუპირება. ფორმულა აერთიანებს ჰიდროფილურ და მუკოადჰეზიურ კომპონენტებს, რაც უზრუნველყოფს როგორც მყისიერ, ასევე პროლონგირებულ ეფექტს.
მოქმედება
ჰიალურონის მჟავა და სუკრალფატის კომბინაცია მოქმედებს როგორც მიკროორგანიზმებისგან და მათი ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი მჟავე ინგრედიენტების აგრესიული ზეგავლენისგან დამცავი ბარიერი და შესაბამისად ამცირებს პაროდონტის დაავადებების განვითარების რისკს. ღრძილის ანთებითი მდგომარეობებისა და ტრავმების დროს ჰიალურონის მჟავა შეუცვლელი ნივთიერებაა, რადგან ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს, რაც საშუალებას იძლევა რომ დროულად მოხდეს დაზიანებული ქსოვილის რეგენერაცია და შეხორცება. ჰიალიბენეს გელში შემავალი სუკრალფატი კი ახანგრძლივებს ჰიალურონის მჟავის მოქმედებას და განსაზღვრავს გელის მაღალადჰეზიურობას, რადგან მისი წყალობით წარმოიქმნება დამცავი გარსი დაზიანებულ უბანზე.
გამოყენების წესი
დაიტანეთ გელის მცირე რაოდენობა სასურველ უბანზე თითის ან აპლიკატორის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით გადაანაწილეთ ლორწოვანზე, დააყოვნეთ 5 წუთი და შემდეგ გადმოანერწყვეთ წყლის გამოვლების გარეშე. გამოიყენება დღეში 3–4-ჯერ სასურველი კლინიკური ეფექტის მიღწევამდე, 6 წლის ასაკიდან ყოველდღიურად; 6 წლამდე – ექიმის რეკომენდაციით. შესაძლებელია რეგულარული გამოყენება ყოველდღიურ რუტინაში.
ინგრედიენტები/შემადგენლობა
Sodium Hyaluronate 0,2 %, Octasulfate (Sucralfate), Aloe Barbadensis Leaf Juice Powder, Xylitol.








