სრული აღწერა
ჰიალიბენე წარმოადგენს პირის ღრუს სავლებს უნიკალური შემადგენლობით , მის შემადგენლობაში არსებული დამატენიანებელი კომპონენტები წარმოგდენილია მაქსიმალური ეფექტის მისაღები კონცენტრაციით. ეს არის უნიკალური ფორმულა – 1% ნატრიუმის ჰიალურონატის (ჰიალურონის მჟავა) + ალოე ვერას კომბინაციით, რომელიც სწრაფად ახდენს ლორწოვანის გარსის კვებას, აღდგენასა და გაჯანსაღებას. მასში შემავალი ჰიალურონის მჟავის მაქსიმალური კონცენტრაცია უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს, რაც საშუალებას იძლევა რომ დროულად მოხდეს დაზიანებული ქსოვილის რეგენერაცია. ჰიალიბენეს სავლები ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას და შეხორცებას ჭრილობებისა და ტრავმული დაზიანებების დროს.
მოქმედება
ჰიალიბენეში შემავალი ჰიალურონის და ალოე ვერას მაღალი კონცენტრაცია უზრუნველყოფს: ღრმა და ხანგრძლივ დატენიანებას, ლორწოვანის დაცვას მექანიკური გამღიზიანებლებისგან, ეპითელიზაციის და რეგენერაციის პროცესის გაუმჯობესებას, ანთებითი პროცესების შემცირებას და პრევენციას, პირის ღრუს სიმშრალესთან და უსიამოვნო სუნთან ასოცირებული პრობლემების აღმოფხვრას. ჰიალიბენეს სავლებს მკაფიოდ აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. მისი გამოყენება ყოველდღიურად ეფექტურია პირის ღრუს სიმშრალის დროს. ჰიალიბენე განაპირობებს ღრძილების სიმკვრივეს, სიჯანსაღეს და მატებს მათ ახალგაზრდა ელფერს.
გამოყენების წესი
გამოივლეთ ხსნარის 10მლ (საზომი თავსახურით) დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, პირის ღრუს ჰიგიენის შემდეგ. დააყოვნეთ 30-60 წამის განმავლობაში. არ გადაყლაპოთ. გამოვლებიდან 30-40 წთ-ის განმავლობაში არ მიიღოთ წყალი და არ გამოიყენოთ პირის ღრუს ჰიგიენისთვის განკუთვნილი სხვა საშუალება. შეიკავეთ თავი კვებისგან ხსნარის გამოვლებიდან 30წუთის განმავლობაში. გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკიდა. 6 წლამდე – ექიმის რეკომენდაციით და უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ. გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად სასურველ ეფექტამდე, 15-30 დღე.
ინგრედიენტები/შემადგენლობა
Sodium Hyaluronate 1%, Aloe Barbadensis Leaf Juice Powder, Eugenia Caryophyllus Bud Oil, Mentha Spicata Herb Oil, Melaleuca Alternifolia Leaf Oil, Pelargonium Graveolens Oil, Lavandula Angustifolia Oil, Eucalyptus Globulus Leaf Oil, Rosmarinus Officinalis Leaf Oil, Zinc Citrate.








